ნარმანია: თბილისში უამრავი პრობლემა იყო, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით დაძლეულია

ნარმანია: თბილისში უამრავი პრობლემა იყო, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით დაძლეულია

დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას შეფასებით, თბილისში არსებობდა უამრავი პრობლემა არსებობდა, რომელთა ნაწილი მათი აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით დაძლეულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ თბილისი კიდევ უკეთესი გახდება.

"გვექნება კიდევ უკეთესი ქალაქი. ეს სამი წელი და სამი თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით, ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით დაძლეულია, თუმცა არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც დღემდე გამოწვევად რჩება. ვინც ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობდა დაწყებული პირველი დღიდან, მინდა მადლობა ვუთხრა მერის მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანლებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც თავიდან მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში არ იყვნენ თბილისის მერიაში",-განაცხადა ნარმანიამ.
 

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები