შალვა თადუმაძე: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება

შალვა თადუმაძე: მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება
13 / 11 / 2017 12:59

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განსახორციელებელ იურიდიულ პროცესებს განმარტავს.
მისი განმარტებით, უწყებების გაერთიანების შესახებ კანონპროექტები ჯერ მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი, შემდეგ პარლამენტში დასამტკიცებლად. კანნპროექტის მიღების შემდეგ, უკვე განხორციელდება უწყებების შერწყმა-გაერთიანების პროცედურა.

''შერწყმა-გაერთიანების პროცედურის შემდეგ, დაინიშნება მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტში, ნდობის განსაახლებლად, შესაბამის საპარლამენტო მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შემდეგ გაერთიანებული სამინისტროები გამოაცხადენ კანონის დადგენილი წესით ოპტიმიზაცია -რეორგანიზაციის პროცედურას“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმის შემდეგ სახელი შეეცვლება.

შალვა თადუმაძე ვარაუდობს, რომ ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას 2018 წლამდე გამოუცხადებს.

''მთავრობა აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში, ნებისმიერი საკადრო ცვლილება, რომელიც განხორციელდება, ჯდება იმ ოდენობაში, ნდობის საკითხი არ დადგეს პრობლემად. ამდენად, მთავრობა საკანონდმებლო ცვლილებების და ახალი ნდობის მოპოვებისთვის წარდგენამდე ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს საქმიანობას'', - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თეგები


Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება