კაპანაძე: წულუკიანმა რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება

კაპანაძე: წულუკიანმა რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება
13 / 11 / 2017 13:16

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სამათავრობო ცვლილებებს აფასებს და წერს მის პოზიტიური და ნეგატიური მხარეების შესახებ.

"გთავაზობთ სამთავრობო ცვლილებების მოკლე შეფასებას. ოღონდ, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ სრული შეფასებისთვის უნდა გავიგოთ რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც გამოთავისუფლდება სამინისტროების შემცირებით. თუ ეს თანხები დაიხარჯა ისევ ბიუროკრატიულ აპარატზე და სამინისტროები კი არ გაუქმდა, არამედ მექანიკურად შეერწყა, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ გაუქმებას. თუ თანხები გამოთავისუფლდა, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს ერთი მხრივ სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირებით მიღებული დანაკლისის შესავსებად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ამას სულ მალე ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე.

პოზიტიური:
- სპორტის და ახალგაზრდობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ნამდვილად გასაუქმებელი იყო.
- ჯეჯელავა მინისტრი აღარ იქნება.
- აღარც უაღრესად სუსტი მღებრიშვილი.

ნეგატიური:
- ბატონი ბახტაძე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელმძღვანელობდა ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელ უწყებას - რკინიგზას. მისი ხელძღვანელობის პერიოდში, 2013-2016 წლებში, წინა სამ წელთან შედარებით რკინიგზის მოგება სამჯერაა შემცირებული და 87 მლნ დოლარზეა ჩამოსული. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობისას, 2015 წელს რკინიგზამ ზარალი (!!!) ნახა, რაც უპრეცედენტოა ბოლო წლებში. შესაბამისად, მისი ფინანსთა მინისტრობა რატომ იქნება წარმატებული, ჩემთვის გაუგებარია
- სუსი ისევ გაძლიერდა, ამჯერად საგარეო დაზვერვის შერწმის შედეგად. არადა ეს უწყებაა, პირველ რიგში, გასაუქმებელი/შესამცირებელი
- ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია ევროკავშირისთვის საჭირო შიდა რეფორმების კოორდინაცია იყო. ერთია, ამას თავს რამდენად ართმევდა ეს სამინისტრო და მინისტრი, მაგრამ მეორეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენად არის ის უწყება, რომელიც ასეთ ფუნქციას წარმატებით აიღებს თავის თავზე. შიდა რეფორმებს და საგარეო პოლიტიკას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.
- ბატონი გახარია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი წარუმატებელი მინისტრი იყო. ახლა მისი შსს-ში გადაყვანა რატომ იქნება მენეჯმენტის კუთხით გარღვევა, სრულიად გაუგებარია.

და ბოლოს:
თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე? საინტერესოა, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება. ჩემს წინა პოსტში და ოთარ კახიძის პოსტში შეგიძლიათ ნახოთ მისი უამრავი გაფუჭებული საქმე. აი, გაკეთებულს კი ვერ ვიხსენებ", - წერს სერგი კაპანაძე. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება