ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ხულოს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გოჩა მელაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.


გოჩა მელაძე მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 59.58 % მიიღო.

გოჩა მელაძე დაიბადა 1980 წლის 5 მაისს ხულოში;

1997 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლა;

1997-2004 წლებში დაამთავრა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი საერთაშორისო სამართალმცოდნის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (მაგისტრი);

2004-2007 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე გემწამყვანის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2014-2015 წლებში სწავლობდა NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) სასწავლო ცენტრ „დემოკრატიის სკოლაში“ ქ. ბათუმში;

2003-2006 წლებში მუშაობდა სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონული ცენტრის სისხლისსამართლებრივი დაცვის ბიუროში ადვოკატის თანაშემწედ;

2006-2007 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი);

2008-2009 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად (იურისტი);

2009-2011 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი;

2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ჯერ უფროს ოფიცრად, შემდეგ ცვლის უფროსად, მოგვიანებით კი ეკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ცვლის უფროსის თანამდებობა;

2017 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე;

ფლობს რუსულ ენას;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

თემები:
თორნიკე რიჟვაძეს 4 წევრიან კაბინეტში ორი ახალი მინისტრი ჰყავს წარმოდგენილი

თორნიკე რიჟვაძეს 4 წევრიან კაბინეტში ორი ახალი მინისტრი ჰყავს წარმოდგენილი

8 საათის წინ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის გამარჯვების შემთხვევაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ახალი სახე ჯაბა ფუტკარაძე დაიკავებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი ტიტე აროშიძე, რომელიც მანამდე ბათუმის...

ახალი სტატიები