შუახევის ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

შუახევის ახლადარჩეული მერი ფრიდონ ფუტკარაძე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩია. მან ამომრჩეველთა ხმების 71,48 % მიიღო.

ფრიდონ ფუტკარაძე დაიბადა 1976 წლის 4 აგვისტოს შუახევის რაიონში;

1993 წელს დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;

1993­-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას;

1995-­2004 წლებში ეკავა შუახევის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობა;

2004-­2005 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად;

2005­-2006 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;

2006­-2012 წლებში მუშაობდა შსს­ს ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2012-­2014 წლებში ეკავა შსს­ს შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2014-2017 წლის მარტამდე მუშაობდა ჯერ შსს­ს ქედის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე;

2017 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ჯერ შსს­ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ ­ შსს­ს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსი;

ჩაბარებული აქვს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კურსი და ჩაბარებული აქვს შესაბამისი ტესტური გამოცდა;

ფლობს რუსულ ენას;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

თემები:
თორნიკე რიჟვაძეს 4 წევრიან კაბინეტში ორი ახალი მინისტრი ჰყავს წარმოდგენილი

თორნიკე რიჟვაძეს 4 წევრიან კაბინეტში ორი ახალი მინისტრი ჰყავს წარმოდგენილი

8 საათის წინ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის გამარჯვების შემთხვევაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ახალი სახე ჯაბა ფუტკარაძე დაიკავებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას კი ტიტე აროშიძე, რომელიც მანამდე ბათუმის...

ახალი სტატიები