თელავის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა

თელავის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა

თელავის ახლადარჩეული მერი, შოთა ნარეკლიშვილი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.

შოთა ნარეკლიშვილი დაიბადა 1979 წლის 19 მარტს;

1997 - 2001 წლებში მუშაობდა ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასუს ლინკსი” პროექტის კოორდინატორად;

2002 - 2003 წლებში იყო “თიბისი ბანკში” ლომბარდის მენეჯერი;

2003 - 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის უსაფრთხოების სამსახურში;

2004-2005 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენელი კახეთში;

2008 – 2009 წლებში მუშაობდა “სახალხო ბანკის” კახეთის რეგიონალურ ფილიალში;

2005 - 2006 წლებში იყო საკრედიტო ექსპერტი “პროკრედიტ ბანკში”;

2007 - 2008 წლებში კი იყო “ტაოპრივატ ბანკის” საკრედიტო ექსპერტი;

2010- 2013 წლებში მუშაობდა “ლიბერთი ბანკის” კახეთის რეგიონალურ ფილიალში;

2013 წლიდან 2017 წლბში იყო შპს “საქართველოს ფოსტაში” კახეთის რეგიონული კოორდინატორი;

2014 წლიდან – 2017 წლებში იყო თელავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

ჰყავს ოჯახი.

თემები:
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები