კობახიძე: გახარიას და ბახტაძის დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება უწყებების მართვის ეფექტიანობის ხარისხი

კობახიძე: გახარიას და ბახტაძის დამტკიცების შემთხვევაში, გაიზრდება უწყებების მართვის ეფექტიანობის ხარისხი

"ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძის კანდიდატურების წარდგენას.

"ვფიქრობ, რომ ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს.

"გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი, უნარიანი კადრი საქართველოს მთავრობაში და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნება ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია შს მინისტრად ინიშნება, მამუკა ბახტაძე კი, ფინანსთა მინისტრი ხდება.

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას  ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანას ქმედითი და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ჭირდება

20 ივნისი, 2018

"ჩვენ მივესალმებით, რომ მამუკა ბახტაძე მხარს უჭერს ინოვაციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ეკონომიკაში აუცილებლად დადებით ძვრებს მოიტანს" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ...

ახალი სტატიები