ფოთის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა

ფოთის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა
13 / 11 / 2017 17:11

ფოთის ახალარჩეული მერი გოჩა კურდღელია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

''კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაქალაქელებს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ქალაქის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაა. 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობა ითხოვს ჩვენგან“. - განაცხადა ქალაქის მერმა.

გოჩა კურდღელია 1965 წლის 24 ივლისს ფოთში დაიბადა, 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

ამავე წელს დაიწყო მუშაობა სენაკის პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში ჯერ სასწავლო საწარმო ოსტატად, შემდეგ ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად.

1992 წელს ქალაქ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ტექნიკოსია, 1994-1997 წლებში კი საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის სატვირთო განყოფილების უფროსი.

1997 წლიდან 2011 წლამდე შპს „დოკტრანსშიპმენტ-ის“ დირექტორად მუშაობდა, 2005-2011 წლებში შპს „პრომეტკო ჯორჯიას“ და შპს ჯეესკო-ს ხელმძღვანელობდა. იყო

თანადამფუძნებელი როგორც აღნიშნულ კომპანიებში, ისე შპს „მეტალექსსა” და შპს „მეტალექს-ტრანსში“.

2006-2010 წლებში თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრია.

2012 წელს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და დირექტორის თანამდებობა ეკავა შპს „Caucasian Metals Terminal-ში“.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი

გოჩა კურდღელიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ფოთელი ამომრჩევლის ხმათა 55.14 % პროცენტი მიიღო.

თეგები


Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება