ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების პროექტზე: საერთო განწყობაა, მხარი დავუჭიროთ

ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების პროექტზე: საერთო განწყობაა, მხარი დავუჭიროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების პროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს.

''ჯერჯერობით იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც პრემიერმა განაცხადა. ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს და მაქსიმალურად უნდა იქნას ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული ამ ცვლილებებისას. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა. განცხადება პოლიტიკურად სწორია, როგორ განხორციელდება, ამას თვალყურს მივადევნებთ.

ვფიქრობ საერთო განწყობაა, მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან ოპტიმიზაციის გარდა, საუბარია მართვის სისტემის დახვეწაზე, რაც ახალი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა. თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები მოხდა როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ასევე ჯანდაცვის და სხვა უწყებების სისტემაში. ასე რომ ეს სიახლე არ არის. ამის თაობაზე განცხადებული იყო. ვფიქრობ, განხილვა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება იმ კანონპროექტის, რომელიც აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებას ითვალიწინებს”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერმა დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.

4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები