ქედის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

ქედის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა

ლევან გორგილაძე ქედის მერის თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება.

დაიბადა 1962 წლის 28 თებერვალს, სოფ. კვაშტაში.

განათლება:
• 2013-2016 წწ - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი. ბიზნესისა და მართვის სკოლა. სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
• 1982–1988 წწ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობა: სამკურნალო საქმე.
აკადემიური ხარისხი
• ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.
• მედიცინის მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება
2012-2016 წ.წ. მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი.
2006-2012 წწ იყო შპს „ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმი ნარკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი;
2005-2006 წწ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი;
1998-2005 წწ შპს „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორი;
1998-2005 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგე;
1992-1997 წწ - ქ. ბათუმის N3 საგამოძიებო იზოლატორი, სამედიცინო-სანიტარული ნაწილის უფროსი;
1984-1993 წწ - ქ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგური, მორიგე ექიმი, ცვლის უფროსი ექიმი;
1988-1992 წწ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გონიოს საუბნო საავადმყოფოს უბის ექიმი, თერაპევტი.
ლევან გორგილაძე 1994 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

პედაგოგიური გამოცდილება
• პროფესორი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლიდან - დღემდე
• მოწვეული პროფესორი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2013 წლიდან - 2016 წლამდე.
• მოწვეული მასწავლებელი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტი. ბათუმის შოთა რუსთაველის (სახელობის) სახელმწიფო ინსტიტუტი (უნივერსიტეტი). 1992 წლიდან - დღემდე.
• მასწავლებელი. ბათუმის სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებელი. 1989–1992 წ.წ.

პროფესიული განვითარება
• საზაფხულო სკოლა - ადიქტოლოგია. პოლონეთი. კრაკოვი. 2014 წ.
• სტაჟირება - ნარკომანიის პრევენცია. ჰეივორდის უნუვერსიტეტი. აშშ. სან-ფრანცისკო. 2003 წ.
• საკვალიფიკაცი კურსი - ნარკოლოგია. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. საქართველო. თბილისი. 2001 წ.
• სპეციალიზაციის კურსი - სასამართლო მედიცინა. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. თბილისი. 2001 წ.

გამოქვეყნებული შრომები (მონოგრაფია/სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატია)
• გორგილაძე ლ. 2015. აჭარის ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური დაცვის თანამედროვე პრობლემები. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა. 2 (80-86გვ.)
• გორგილაძე ლ. 2014. Проблемы реформирования пенсионного обеспечения населения Грузии. Georgian Medical News. 12 (84-92gv.)

საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ნაშრომის/სტატიის წარდგენით
• 2014. NEW APPROACHES TO SOCIAL POLICY IN GEORGIA (Health Care Policy in Georgia: Toward to Future). 2nd Eurasian Multidisciplinary Forum, EMF 2014.23-26 October 2014, Tbilisi, Georgia (Forum`s place: Grigol Robakidze University, Tbilisi)
• Zero Project Conference focussing on Inclusive Education and ICT: Innovative Policies and Innovative Practices for Persons with Disabilities. UN Headquarter, Vienna, Austria. 25-27 February 2015

• 2017. „კლინიკური პრაქტიკის სტანდარტები და სამედიცინო აზროვნება“. XIII სამედიცინო კონფერენცია. საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია. ჩაქვი. საქართველო.

• 2017. „პათოლპგიური პროცესი და დინამიკური წონასწორობა“. მედიკოსთა ტრადიციული 42-ე საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია. საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია. ჩაქვი. საქართველო.

აკადემიური / საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრობა
• ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის საპატიო წევრი.
• საქართველოს ნარკოლოგთა ასოციაციის წევრი.
• ჟურნალ „თერაპია საქართველო”-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

თემები:
გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები