წულუკიანი: არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ აანონსებს ცვლილებებს ისე, თუ არ იცის რას მოიტანს ეს

წულუკიანი: არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ აანონსებს ცვლილებებს ისე, თუ არ იცის რას მოიტანს ეს
14 / 11 / 2017 15:15

"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი არგუმენტი, თითქოს დაანონსდა ცვლილება ისე, რომ არაფერი გათვლილი და დათვლილი არ არის. რა თქმა უნდა, არცერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ აანონსებს ასეთ ცვლილებებს, თუ არ არის დათვლილი, რა შეიძლება მოიტანოს ამან",- ამის შესახებ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"თუმცა, სანამ ახალი მინისტრები თავად არ ჩავლენ დეტალებამდე, მანამდე ალბათ რაიმე ციფრების გაცხადება იქნება არასწორი იმიტომ, რომ შეიძლება, შემდეგ გვქონდეს მცირედი, ცდომილებები. მთავარი ის არის, რას ისახავს პრემიერის ეს გადაწყვეტილება მიზნად. როგორც მან საზოგადოებას აუხსნა, მიზანი არის ერთი, რომ დაიზოგოს უფრო მეტი სახსრები. ამისკენ უნდა ისწრაფოდეს ყველა. მათ შორის ჩვენი სამინისტრო, რომელსაც ცვლილებები არ შეეხო, მაგრამ შარშან ჩვენ შევამცირეთ ბიუროკრატიული აპარატი და ვიყავით ორიენტირებული იმაზე, რომ ბიუროკრატიაზე, რაც არ არის კნინობითი სახელი, ყველა სახელმწიფოს სჭირდება ბიუროკრატია, რათა სუვერენულ სახელმწიფოდ შედგეს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ბიუროკრატია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს იმდენი, რამდენიც სჭირდება ეფექტურად მართვისთვის", – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სტრუქურული და საკადრო ცვლილებები 4 სამინისტროს და 7 მინისტრს შეეხო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება