მიხეილ გიორგაძე: შტატების შემცირება გარდაუვალია

მიხეილ გიორგაძე: შტატების შემცირება გარდაუვალია

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეურთდება სამინისტროში შტატების შემცირება მოხდება, თუმცა მინისტრი ჯერ-ჯერობით ზუსტ ციფრებზე არ საუბრობს.

"ადამიანების რაოდენობის მხრივ, ციფრებზე სასაუბროდ არ ვარ მზად ბუნებრივია, რადგან ჩვენ როგორც ვთქვით ოპტიმალური როგორც სტრუქტურა ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ.

შენობას რაც ეხება, პირველ ხანებში ალბათ მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდიალური იქნებოდა ერთ შენობაში განთავსება ელემენტარული კომუნიკაციის სამუშაო კარგი ატმოსფეროს შექმნისთვის. ბიუჯეტი, რომელიც ადმინისტრაციულ ხარჯებზე იყო გამოყოფილი ერთმნიშვნელოვნად შემცირდება. შტატების შემცირება გარდუავალია და ეს შემცირება ძირითადად ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპენენტი უერთდება. მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები