ჯეჯელავა: ვაპირებ, სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში

ჯეჯელავა: ვაპირებ, სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელებას აპირებს.

"ჩემი საქმიანობა იქნება იგივე, რაც იყო მინისტრობამდე. ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში, როგორც მოგეხსენებათ, ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი და, შესაბამისად, ამის გაგრძელებას ვაპირებ და ასევე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ვაპირებ ისევ, რომ ჩავაბარო და ამერიკაში წავიდე სადოქტოროსთვის”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

თემები:
"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები