კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ნუგზარ ჭონქაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ნუგზარ ჭონქაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს

თბილისის მერი კახა კალაძე არ აპირებს გადაწყვეტილებას გადახედოს და ნუგზარ ჭონქაძის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. კალაძის თქმით, ჭონქაძე გამოცდილი კადრია.

"მინდა წარმატება ვუსურვო. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ ის გაართმევს თავს ამ ვალდებულებას. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსურს პოლიციაში, იყო "პროგრეს ბანკის" უსაფრთხოების ხელმძღვანელი. სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა",-განაცხადა კახა კალაძემ.

ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს.

თემები:
შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები