კულტურის სამინისტრო: ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა მშენებლობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით ხორციელდება

კულტურის სამინისტრო: ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა მშენებლობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით ხორციელდება
16 / 11 / 2017 14:35

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"ატენის სიონის ტაძრის გალავნის მიღმა სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების ყურადღება მიიპყრო ჟურნალისტური წრის 2 წარმომადგენლის მიერ აგორებულმა კამპანიამ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოებისთვის სათანადო განმარტება გააკეთოს და მიმდინარე პროცესთან მიმართებაში ყველა კითხვას ნათელი მოჰფინოს.

ტაძართან მიმდინარე სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო მცირე ზომის ნაგებობის მშენებლობა, რაც კელიების, სატრაპეზოსა და დამხმარე საყოფაცხოვრებო სათავსოების მოწყობას გულისხმობს, ატენის სიონის მონასტრის აღდგენის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 2006 წელს გამოცემული ბრძანების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც 1974 და 2009 წლებში ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ადრეული კელიების საძირკვლის ნაშთების გათვალისწინებით, ისტორიულ კონტექტს აღადგენს.

სამშენებლო პროცესი არანაირი ფორმით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სრულ შესაბამისობაშია არსებულ ნორმებთან.

ინფრასტრუქტურული ნაგებობის პროექტი, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის საბჭოს, ხოლო შემდგომში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს კვალიფიციური წევრების განხილვის შედეგად, საბოლოო სახით 2016 წელს დამტკიცდა, რაზედაც სააგენტომ შესაბამისი ნებართვა გასცა. პროექტში, რომელიც 9 წლის განმავლობაში იხვეწებოდა, გათვალისწინებულია დარგის სპეციალისტების მიერ ადრე გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მის მასშტაბს და გარეგნულ იერსახეს უკავშირდებოდა. უმთავრესად, მისი კონტურები და არქიტექტურული წყობა იმ არექეოლოგიური რეალობითაა ნაკარნახევი, რომელიც არაერთი კვლევის შედეგადაა გამოვლენილი.

დამტკიცებული ფორმით, სამონასტრო ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ნაგებობის მოცულობები არსებულ გარემოსთან მასშტაბურად თავსებადი და რელიეფზე ორგანულად მორგებულია. მისი სამშენებლო მასალები, კედლის წყობის ხასიათი, ფერი, გადახურვის საფარის წყობა და სხვა არქიტექტურული ელემენტები მაქსიმალურადაა შერწყმული ადგილობრივ ლანდშაფტთან.

მონასტრის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინწბული ნაგებობები თავსდება კომპლექსის ისეთ პერიფერიულ ზონებში, რომლებიც ვიზუალურად ნაკლებად კითხვადია და არ არღვევს ჩამოყალიბებულ სილუეტებს. ადგილზე არსებული არქეოლოგიური ნაშთების შინაარსობრივი რეკონსტრუქციით კი აღდგება ატენის სიონის სამონასტრო ცხოვრების ისტორიული კანონზომიერება.

სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განვითარება, არათუ არღვევს დადგენილ ნორმებს, არამედ ქართული ხუროთმოძრვრულ ძეგლებზე ზრუნვის საქმეში საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის მისაბაძ მაგალითს ქმნის, რომელიც სამომავლოდ, ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება