კოჟორიძე: არსად მაღალი თანამდებობის პირები ომბუდსმენს არ აკრიტიკებენ საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის

კოჟორიძე: არსად მაღალი თანამდებობის პირები ომბუდსმენს არ აკრიტიკებენ საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის

"გვავიწყდება, რომ არსად მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ასრულებს საკუთარ კონსტიტუციურ მოვალეობას",- ამის შესახებ პრეზიდენის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კოჟორიძე სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, არსად, ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას.

"ჩვენ ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, გვავიწყდება, რომ არსად, ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ვიღაცისთვის ეს პროგრესის მიმანიშნებელი იყოს. თუმცა, სინამდვილეში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად რა არის სახლახო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი. სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი თანასწორია და თუ უფლებები ირღვევა, მისთვის აბსოლუტურად არაფერს უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა.
ის უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული და დიახ ზოგჯერ მწვავედ კრიტიკული, როცა ეს საჭიროა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს ყველაზე უსამართლო ომბიდსმენი უწოდა საქართველოს ისტორიაში, მანამდე სახალხო დამცველის აპარატმა ე.წ. ციანიდის საქმის ანგარიში წარმოადგინა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეა, რომელსაც 9 წელი აქვს მისჯილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები