ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა თეა წულუკიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც წულუკიანის მხრიდან უჩა ნანუაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხება და განმარტა, რომ თეა წულუკიანს ჰქონდა მორალური უფელება მსგავსი განცხადება გაეკეთებინა.

"თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება რომ შეაფასოს სახალხო დამცველის საქმიანობა. მე მოვისმინე მისი მხრიდან შეფასება, ის საუბრობდა, რომ ამჟამინდლი სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი ჩვენი ისტორიის მანძილზე, ეს არის მისი შეფასება, ამის მორალური უფლება იუსიტიციის მინისტრს, რა თქმა უნდა, აქვს",–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არ იყო კორექტული.

"ეს განცხადება არ იყო კორექტული. როდესაც საუბარია გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაზე ეს სხვადასხვაობა ჯერ გუნდში უნდა გაირკვეს და ამის მერე გაკეთდეს გარე განცხადება",–განაცხადა კობახიძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები