ტარიელ ხეჩიკაშვილი და მიხეილ გიორგაძე სპორტულ საზოგადოებას შეხვდნენ

ტარიელ ხეჩიკაშვილი და მიხეილ გიორგაძე სპორტულ საზოგადოებას შეხვდნენ
17 / 11 / 2017 20:01

17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ სამთავრობო სტრუქტურული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეუერთდა და ახალ სამინისტროდ ჩამოყალიბდა.

სპორტულ ფედერაციებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო სპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებს, ყურადღება გამახვილდა სამინისტროსა და სპორტულ ფედერაციებს შორის, ასევე სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის სამომავლო ურთიერთობებზე და სპორტის სტრუქტურის ფუნქციაზე ახალ სამინისტროში. ითქვა, რომ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა აქტიურ სამუშაო და საქმიან რეჟიმში გაგრძელდება და სპორტის პრიორიტეტები ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს ყოველივე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობის პერიოდში იყო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება