ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციისთვის 789 970 ლარი დაიხარჯება

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციისთვის 789 970 ლარი დაიხარჯება

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციისთვის 789 970,49 ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ''გრინსერვისი'' ატარებს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე ვერ მოესწრება. ამიტომ, პირველ რიგში მოხდება არხის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება.

ასევე, პროექტით დაგეგმილია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. დარჩენილი სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან გაგრძელდება. დოკუმენტის მიხედვით, მცენარეთა დარგვა უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულისთვის, თებერვლისა და მარტის თვეებში.

დენდროლოგიური პროექტით გათვალისწინებულია ბულვარში არსებული გადაბერებული და უსახური 17 მცენარის მოჭრა-ამოძირკვა, ადამიანთა და კომუნიკაციების უსაფრთხოების მიზნით ხმელი მცენარეების მოჭრა, ცოცხალი მცენარეების გათავისუფლება ხმელი ტოტებისგან, მოჭრილი მცენარეების ადგილზე კი ახალი, იგივე სახეობის მცენარეთა დარგვა, ასევე უსისტემოდ დარგული, გადაზრდილი მცენარეების გასხვლა-ფორმირება.

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

17 ივლისი, 2018

რუსთაველის ქუჩაზე მიმავალი მიკროავტობუსი ჯერ ველოსიპედს დაეჯახა, შემდეგ კი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას. ავარიის შედეგად დაშავდა არასრუწლოვანი, რომელიც ველოსიპედს მართავდა და „მერსედესის“ მძღოლი. დაშვებულები სასწრაფო...

ახალი სტატიები