გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
18 / 11 / 2017 17:32

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო.

მიწისქვეშა გადასავლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო და ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

''აქ არსებული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყეს. მიხარია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში, გალამაზებასა და კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობა იყოს. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და ქალაქს ალამაზებენ. ჩვენ მათ ამ მიმართულებით ყველანაირად შევუწყობთ ხელს'', - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს, კახა კალაძის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც ხვალ, ადგილზე გაეცნობა.

''ხვალ ვაპირებ, რომ იქ მივიდე და არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამიად, მათი მოწესრიგება და სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება'', - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და ''თბილსერვის ჯგუფს'' სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც,''თბილსერვის ჯგუფის'' ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებენ.

კახა კალაძის დავალებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა ანტივანდალური LED სანათები.

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ეტაპობრივად, „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება