მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება.

სტრუქტურული ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება. იშლება სპორტის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება, ახალგაზრდობის კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაერთდიანდება და შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები