ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი შენდება ხონში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 130 000 ლარამდეა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალს, რომელიც დღემდე ხონის საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, დეკემბრის ბოლოდან ახალი, თანამედროვე ტიპის შენობა მოემსახურება.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა და იმერეთის გუბერნტორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანე ერთად დაათავლიერეს.

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

23 მაისი, 2018

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, შიდა ქართლის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, გორში, ატენის ხეობაში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ...

ახალი სტატიები