საგარეო: უკრაინიდან დეპორტირებულთა მომართვის შემთხვევაში შესაბამისი ქმედებების განხორციელება მოხდება

საგარეო: უკრაინიდან დეპორტირებულთა მომართვის შემთხვევაში შესაბამისი ქმედებების განხორციელება მოხდება

"დეპორტაცია დაკავშირებულია აღნიშნული პირების საქმიანობასთან, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს, რითიც უკრაინული მხარე ხსნის ზოგადად საქმესთან მიმართებაში ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას",- აცხადებს უკრაინაში საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენელი გრიგოლ მაგრაქველიძე.

"უკრაინაში საქართველოს საელჩომ საქართველოს რვა მოქალაქის დეპორტაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან, მათ შორის უმაღლეს დონეზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად - ხსენებული მოქალაქეებიის დეპორტაცია დაკავშირებულია აღნიშნული პირების საქმიანობასთან, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს, რითიც უკრაინული მხარე ხსნის ზოგადად საქმესთან მიმართებაში ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზად არის მზად არის დაიცვას საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახური აგრძელებს კომუნიკაციას უკრაინის შესაბამის ორგანოებთან, ხოლო მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობის და საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი ქმედებების განხორციელება",- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები