შსს-ს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე გახდა

შსს-ს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე გახდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა.

იგი პროფესიით სამართალმცოდნეა. თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.

სხვადასხვა დროს, იგი იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, ამავე სამმართველოს ასეულის მეთაური, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.

2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძე იკავებდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 

თემები:
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები