თალაკვაძე სპეცოპერაციაზე: ერთი მძევალიც რომ აეყვანათ, შეიძლება დრამატული სცენარი განვითარებულიყო

თალაკვაძე სპეცოპერაციაზე: ერთი მძევალიც რომ აეყვანათ, შეიძლება დრამატული სცენარი განვითარებულიყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სუს-მა და შსს-მ სპეცოპერაციის ჩატარება ისე მოახერხეს, რომ არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალებულა, ევაკუაცია დროულად და სწორი გეგმით ჩაატარდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი არ მიეცათ საშუალება, ერთი მძევალიც აეყვანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები შესაძლოა დრამატული და საშინელი სცენარით განვითარებულიყო.

„საზოგადოებას მიეწოდა იმდენი ინფორმაცია, რამდენიც შესაძლებელი იყო საჯაროდ გახმაურებულიყო.

პირველ რიგში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დანაშაულებრივი დაჯგუფება, ვინაიდან ისინი არ დათანხმდნენ მოწოდებას, სამართალდამცველებს ჩაბარებოდნენ. ამის შემდეგ ვნახეთ, მათ ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს სამართალდამცავებს, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ აგრესიული გეგმა. ეს ადამიანები მშვიდობას რომ არ ემსახურებოდნენ, ეს ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის ცალსახაა.

მათ (სამართალდამცავებმა) ოქროს შუალედში მოახერხეს ამ ოპერაციის ჩატარება. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ძალიან მჭიდრო დასახლებაში ჩატარდა ეს ოპერაცია. შემთხვევითი არ იყო ალბათ, ეს შეიარაღებული დაჯგუფება, მაგ ადგილას, მაგ ბინაში იყვნენ განთავსებულები. მათთვის, დარწმუნებული ვარ, დასახლებული პუნქტი იყო დამატებითი ფაქტორი თავდაცვისთვის და სწორედ ამიტომ ყვნენ ისინი ერთ-ერთ დასახლებულ უბანში მოთავსებულები. ამის საპირწონედ, სუს-მა და შსს-მ მოახერხეს ოპერაციის ისე ჩატარება, რომ არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა, ევაკუაცია ჩატარდა დროულად, სწორი გეგმით, რაც მთავარია ამ დაჯგუფების წევრებს არ მიეცათ საშუალება, რომ ერთი მშვიდობიანი ადამიანიც კი აეყვანათ მძევლად, წარმოიდგინეთ, მათ ერთი მძევალიც რომ აეყვანათ, სულ სხვა, დრამატული და საშინელი სცენარით შეიძლება ეს მოვლენები განვითარებულიყო.

თითოეული ასეთი ფაქტი, აგრესია, თავდასხმა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა ეს არ არის ცალკე აღებული შემთხვევები, ეს არის იმ გლობალური საფრთხეების ნაწილი, რომელიც დღეს არის მსოფლიოში და განსაკუთრებით ეს ემუქრება განვითარებულ და ცივლიზებულ სამყაროს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თითქმის 21 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის შედეგად 1 სპეცრაზმელი გარდაიცვალა. დაიჭრა 4 სამართალდამცველი.

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, 3 ლიკვიდირებულია. 

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები