გიორგი გახარია სუს-ის სპეცოპერაციაზე: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

გიორგი გახარია სუს-ის სპეცოპერაციაზე: საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

შინაგან საქმეთა მინისტრამ გიორგი გახარიამ, გუშინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა:

"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება. რა თქმა უნდა შეიძლება ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები , რომელიც აუცილებელია , კონკრეტულ მსჯელობაზე ალბათ ჯობია თავი შევიკავოთ. ეს არის ვერსიები და ინტერპრეტაციები, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივათ, უნდ ადაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას. ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდიანრეობს გამოძიება. სპეცოპერაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ იყო გაწეული წინააღმდეგობა", - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული დაახლოებით 18 საათიანი სპეცოპერაცია,1 დაკავებულით, 3 ლიკვიდირებულით, 1 დაღუპულით და 4 დაჭრილითა დასრულდა.
 

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები