თალაკვაძე დანაშაულებრივ ჯგუფზე: ისინი წარმოადგენდნენ ბოროტებას, რომელიც ახლოს დგას ტერორიზმთან

თალაკვაძე დანაშაულებრივ ჯგუფზე: ისინი წარმოადგენდნენ ბოროტებას, რომელიც ახლოს დგას ტერორიზმთან

„ეს დანაშაული გაცილებით მასშტაბური და საყურადღებოა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც ყოველდღიურად ხდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების შესახებ განაცხადა, რომელთა გამოც, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა.

„დაისვა კითხვა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, საიდან არიან წარმოშობით ეს ადამიანები. ეს ადამიანები არიან წარმოშობით ერთადერთი წყაროდან, ეს არის ბოროტება. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სად დაიბადნენ. ცნობილია, წინასწარი ინფორმაციით, რომ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ეს ადამიანები ნამდვილად წარმოადგენდნენ ბოროტებას, ეს ბოროტება ძალიან ახლოს დგას იმასთან, რასაც ჰქვია ტერორიზმი, ტერორისტული აქტი. მე, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი თავს შევიკავებ, რომ წინასწარი კვალიფიკაცია მივცე საქმეს, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებ ვახტანგ გომელაურის შეფასებას, ეს იყო ლოგიკური კომენტარი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში კიდევ დადასტურდება, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული. მეც, დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს კავშირი აქვს ტერორიზმთან, და ეს ყველაფერი არის ტერორიზმის ნაწილი“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები