კობახიძე:მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს მომდევნო სასესიო კვირაში განვიხილავთ

კობახიძე:მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს მომდევნო სასესიო კვირაში განვიხილავთ

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ, რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს-რეორგანიზაციას, ეს არის მთავრობის საქმე, შესაბამისი სამინისტროების საქმე და შესაბამისი ცვლილებები აისახება უკვე მოგვიანებით ბიუჯეტის კანონის პროექტში, უფრო სწორად, ცვლილებებში, რომლებიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ჯერჯერობით რეორგანიზაცია ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახული ვერ იქნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ძირითადი კანონპროექტი, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

​ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება. იშლება სპორტის სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება, ახალგაზრდობის კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაერთდიანდება და შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი.

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები