განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება

განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება
24 / 11 / 2017 15:59

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

"ალექსანდრე თევზაძემ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს, მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (ასტროფიზიკის სპეციალობით).

2005 წლიდან დღემდე, ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი). ამავდროულად, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევარისა და მკვლევარის თანამდებობებს იკავებდა.

ათობით პუბლიკაციის ავტორი ალექსანდრე თევზაძე 2009 წლიდან არჩეულია თსუ-ს ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორია.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, მიმდინარეობს ინტეგრაციისთვის მზადება",- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება