პრეზიდენტი: სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობდა აბნეული პოლიტიკური კამპანია

პრეზიდენტი: სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობდა აბნეული პოლიტიკური კამპანია
24 / 11 / 2017 16:12

საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ დროში და სივრცეში დაკარგულ - აბნეული პოლიტიკური კამპანია წარმოებდა, რომელიც იმ პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა, რომლითაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას ვაფასებთ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების კონცენტრაციის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და პოლიტიკური პროცესი.

პრეზიდენტი მიესალმება და დასაფასებლად მიიჩნევს მმართველი პარტიის პოზიციას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა ინიცირებული იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

"მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მათ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვთ შესასრულებელი. თქვენ მოგეცათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსიროთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის და თანამდებობის შერჩევისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში იყოთ ძალიან გულწრფელები, ანგარიში არ გაუწიოთ პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ განახორციელოთ თვითცენზურა, არამედ სრულიად გულწრფელად, ნათელი გზავნილი მისცეთ როგორც მმართველი პარტიის ინიციატივას, ასევე მთელ ქართულ საზოგადოებას ვინ მიგაჩნიათ, რომ უნდა იცავდეს ქალთა, ბავშვთა, პოლიტიკურ ძალთა, მედიის უფლებებს საქართველოში.

ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, რაც თქვენს წინაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევანის დროს იყოთ რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიკური კონიუნქტურით მოცულები და რაც შეიძლება მეტად გულწრფელები იყოთ საკუთარ თავთან და ქართულ საზოგადოებასთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველობის პერიოდში გაწეული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა მას.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება