თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
24 / 11 / 2017 17:23

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და შესაბამისი მონიშვნებით გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.

კახა კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად გაეცნო.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამუშაოების მეორე ეტაპი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას მოიცავს, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ვირსალაძის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გზის საფარის გარდა, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო. სერიოზულ პრობლემას ასევე, წარმოადგენდა კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა. დასრულდა ასევე, მოხაზვა. მიმდინარეობს მორეცხვითი სამუშაოები და რამდენიმე საათში, ეს გზა, რომელიც მშრალ ხიდს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს, გაიხსნება. პროექტის მეორე ეტაპი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებულ შვიდ ქუჩას ეხება, რომელთა ნაწილის რეაბილიტაციაც უკვე დასრულებულია. 

„საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია ივნისში დავიწყეთ. სამუშაოები ვირსალაძის, ხიდის ქუჩასა და ათონელის ნაწილზე უკვე დასრულდა. ორბელიანის მოედანზე - ვირსალაძის, ათონელის, ხიდის, ასევე, ფხოვის, ხაზინის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩებზე ყველა ტიპის საკომუნიკაციო ქსელი მთლიანად შეიცვალა. მოეწყო დრენაჟი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. გამოიცვალა ასევე საკანალიზაციო, წყლის, ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელი და ელექტროსადენები“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

მისივე თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყება.

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგება მტკვრის, ვირსალაძისა და ათონელის ქუჩის ნაწილზე უკვე დასრულებულია.

დღეიდან, ვირსალაძის ქუჩასა და მშრალ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. გადაადგილება მშრალი ხიდიდან რუსთაველის გამზირის, ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სამუშაოები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ ქუჩებზეც გრძელდება, რაც საკომუნიკაციო ქსელების სრულ რეაბილიტაციასა და ყველა ტიპის კომუნიკაციის შეცვლას გულისხმობს.

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, შპს „ინ-სი“ ასრულებს. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება