ჭიაბერაშვილი: ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა თუ მოახერხა, მაშინ ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან

ჭიაბერაშვილი: ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა თუ მოახერხა, მაშინ ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან
27 / 11 / 2017 11:41

"თუ აღმოჩნდება, გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან", - "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოშლილია ყველა სტრუქტურა.

"თუ აღმოჩნდება, რომ ეს გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია და მან მოახერხა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან და ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების უნარიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით,“ - „ევროპული საქართველოს",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი ახმედ ჩატაევი იყოს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია 1 დაკავებულით, 3 ლიკვიდირებულით, 1 დაღუპულით, 4 დაჭრილით დასრულდა.

შეგახსენებთ, 34 წლის ახმედ ჩატაევი (იგივე ახმედ შიშანი) ცნობილი ჩეჩენი მებრძოლია. მისი სახელი ფიგურირებს ლაფანყურის გახმაურებულ საქმეშიც.

2007 წლის მარტში, ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით, შვედეთში დააკავეს. 2010 წლის იანვარში კი უკრაინაში დააპატიმრეს.

ჩატაევის მორიგი დაპატიმრება ლაფანყურის მოვლენებს უკავშირდება. ჩატაევი სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს, ხოლო 2013 წელს სასამართლომ გაათავისუფლა და მან ქვეყანა დატოვა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება