გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასან პირისპირ შეხვედრა გამართა

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასან პირისპირ შეხვედრა გამართა
27 / 11 / 2017 11:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმაპინძლა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საუბრის მთავარი თემები იყო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ორი ქვეყნი საერთო ევროპული მისწრაფებები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანს ოფიციალური ვიზიტისა და "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა .

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით საქართველოში. მინდა, მივესალმო თქვენს პირველ ოფიციალურ ვიზიტს და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობთ "აბრეშუმის გზის ფორუმში". მინდა, ასევე ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინას შორის ბოლო პერიოდში მზარდ დინამიკას, ასევე მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო უკრაინის პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, რომელიც ახლო წარსულში შედგა და ასევე ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ძვირფასო მეგობარო ვოლოდიმირ, მოგესალმებით საქართველოში", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას.

ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეს გაუსვა ხაზი უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობის მაღალი დონე. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი",- განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება