მამუკა მდინარაძე: 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს და არა ხმოსნებმა

მამუკა მდინარაძე: 2024 წლის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს და არა ხმოსნებმა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული და არა საარჩევნო კოლეგიის მიერ.

როგორც მამუკა მდინარაძემ „აიპრესს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ იურიდიულად დასაბუთებული შენიშვნა გააჟღერა, თუმცა მდინარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდზე და არა 2018 წელსვე, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნება არჩეული 6 წლის ვადით.

მდინარაძე აქვე დასძენს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის და ამაზე უმრავლესობაში იმსჯელებენ.

„პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა. მან იურიდიულ პრინციპებზე აბსოლუტურად სწორი შენიშვნა გამოთქვა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მაგრამ რაც წერია უკვე მიღებულ რედაქციაში, ეს უკვე კომპრომისის შედეგია. თუმცა, მერე ვნახეთ, რომ მერე საუბარი იმაზეც იყო, რომ გარკვეულწილად ტერმინი „ხმოსნების“ დისკრედიტაციაც კი მოხდა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ამ ინსტიტუტის, რომელსაც საარჩევნო კოლეგია ჰქვია მისი დისკრედიტაცია მოხდა.

მეორე მხარეა ის, რომ თუ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა ამის საფუძველს არ იძლევა, სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ანუ პარლამენტის წევრები ერთობლივად ირჩევენ პრეზიდენტს. ეს იყო ჩვენი საფუძველი ადრეც და რადგან ეს საკითხი დადგა, მე დღესაც დავეთანხმე ამას. მაგრამ არ ნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - გვითხრა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, გუნდში არის თუ არა ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა? - დეპუტატი ასე პასუხობს:

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდ გუნდზეა საუბარი - 116 კაციან უმრავლესობაზე, ბუნებრივია ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი სიძლიერე ის გახლავთ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაშიც საერთო აზრზე ჩამოვყალიბდებით. ვყალიბდებით ხოლმე საერთო აზრზე და ბუნებრივია მივდივართ ხოლმე სწორ გადაწყვეტილებამდე. თუმცა, იმასაც გავიხსენებ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა თავის დროზეც სწორ იურიდიულ მექანიზმს უჭერდა მხარს, თუმცა ის, რაც მიღებულ რედაქციაშია ის უკვე კომპრომისული ვარიანტი იყო.

კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ იურიდიულად აბსოლუტურად სწორია, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებდნენ, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომელიმე ინსტიტუტს ვუკეთებთ იგნორირებას. ტერიტორიული თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარლამენტარები ერთობლივად რომ იღებდნენ გადაწყვეტილებას, ეს იურიდიულად არასწორია. თუ პრეზიდენტის არცევის არაპირდაპირ წესზეა საუბარი, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ იყოს არჩეული.

აქვე უნდა დავამატო ერთი დეტალი. საუბარია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის არჩევაზე და ყოველ შემდგომ არჩევაზე. მომდევნო წელს პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით, რომელიც 6 წლით იქნება არჩეული. ესეც კომპრომისის შედეგად იქნა მიღებული“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ "აიპრესთან".

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის დასახვეწია. თავაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აერჩიოს.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები