პრემიერი: ინვესტიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია

პრემიერი: ინვესტიციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია
30 / 11 / 2017 11:59

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთვრობის დღევანდელ სხდომაზე ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

"ჩვენ გლოვის დღე გვქონდა 27 ნოემბერს გამოცხადებული. უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ხანძრისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ ამას მსხვერპლი არ მოჰყვეს. პრემიერის განცხადებით, მშენებლობის დაგეგმარების და პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი კომპრომისი უნდა გამოირიცხოს.

"რა თქმა უნდა, ხანძრები ყველგან ხდება და არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ აქაც მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი იყოს თავიდან აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესში.

ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და მე მოვუწოდებ ყველას, შესაბამის ორგანოებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ამ მიმართულებით კონტროლი და მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ანალოგიური. ასევე მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო რეგიონების მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩავატაროთ კამპანია, თუ გნებავთ სამუშაო იმისათვის, რომ მშენებლობის და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება