პრემიერი ''აბრეშუმის გზის'' ფორუმზე: ეს ძალიან დიდი წარმატებაა და შედეგი ნამდვილად იქნება

პრემიერი ''აბრეშუმის გზის'' ფორუმზე: ეს ძალიან დიდი წარმატებაა და შედეგი ნამდვილად იქნება
30 / 11 / 2017 13:22

„ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონის სატრანსპორტო ინვესტიციების, ლოგისტიკის და სერვისების ჰაბია“, - საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე „აბრეშუმის გზის“ ფორუმი შეაფასა, რომელიც საქართველოში 28-29 ნოემბერს გაიმართა.

მისი თქმით, „აბრეშუმის გზის“ ფორუმს 34 ოფიციაური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია. ფორუმის განმავლობაში 10-მდე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი.

„ნამდვილად ყველამ აღნიშნა, რომ ეს ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. შედეგი იქნება აუცილებლად. უამრავი ორმხრივი შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ფორუმს 2 პრემიერმინისტრი ესწრებოდა, უკრაინის და მოლდოვის, ასევე ვიცეპრემიერები ყაზახეთიდან, სლოვენიიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები, ესწრებოდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცეპრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, უამრავი მსხვილი კომპანია იყო ჩამოსული საქართველოში, გაფორმდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რამდენიმეს გამოვყოფ, ეს არის ევროპის საინვესტიციო ფონდსა და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რისი მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით 90 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილიკონკრეტულად ამ მიმართულებებით. ასევე დაფუძნდა საქართველოს მშენებლობის ევროვნული ფონდი, ეს არის შანხაის უმსხვილესი „ჰუასინის“ ენერგეტიკულ კომპანიას „სიევსისა“ და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს.

ეს არის ასევე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარების და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობი შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანი არის საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში. მისასალმებელია, რომ ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო ინვესტიციების, ლოგისტიკის და სერვისების ჰაბი, და რა თქმა უნდა ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო ლოგისტიკური და საწარმოო საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა თავისი ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ორგანიზებაში, ბევრი სამინისტრო იყო ჩართული, ძირითადი, წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით იყო მაქსიმალურად ყველაფერი გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების მიერ, და დიდი მადლობა მართლაც, რომ ასეთ დონეზე წამოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება