მდინარაძე: სამთავრობო ცვლილებების განხილვა კონსულტაციების გაგრძელების მიზნით გადაიდება

მდინარაძე: სამთავრობო ცვლილებების განხილვა კონსულტაციების გაგრძელების მიზნით გადაიდება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების გადადების მიზეზი საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ძნელია ამგვარი დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად გაცნობა და სწორედ ამიტომ მოხდა განხილვების გადადება.

"უკვე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული კონსულტაციების გაგრძელების მიზნით გადაიდოს განხილვები. გუშინ გვიან ღამით ყველა სხვა კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და ძალიან ძნელია ასეთი მოცულობის დოკუმენტის ერთ დღეში მთლიანად ჩავლა. გადაიდება განხილვა და ჩვენ მთავრობასთან კონსულტაციების რეჟიმში ყველა დეტალს კიდევ უფრო დავხვეწთ. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ჩვენ მთავრობასთან ვართ მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში. ეს კონსულტაციები გაგრძელდება და არგუმენტების შეჯერების საფუძველზე ჩვენ მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას გუნდში რაც დარწმუნებული ვარ, არ დააზიანებს გარემოს დაცვას", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა. ცვლილებების მიხედვით მოხდა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება სხვა უწყებებთან.

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

რომან კაკულია დემპინგურ ფასებზე: ეს საფრთხე მართლაც არსებობს და საკითხს დეტალურად შევისწავლით

13 ივნისი, 2018

ტრამპის ახალი ბრძანება 25-%იანი ტარიფის შესახებ და ანტიდემპინგური კანონის არარსებობა ქვეყანაში, საფრთხის წინაშე აყენებს მთლიანად ქართულ ინდუსტრიას. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის...

ახალი სტატიები