საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საქართველოში მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდა

საკონსტიტუციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა.

"2017 წლის 30 ნოემბერს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №732)

დღეს, 30 ნოემბერს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი №732).

მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის",- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე, ნინო გოგნიაშვილი - მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი

06 ივლისი, 2018

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი...

ახალი სტატიები