ვოლსკი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე: მე ვფიქრობ, შეცდომაა დაშვებული

ვოლსკი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე: მე ვფიქრობ, შეცდომაა დაშვებული

"მე პირადად ვფიქრობ, რომ შეცდომაა დაშვებული. სამართლებრივადაც მგონია, რომ არ არის მთლად გამართული გადაწყვეტილება და საფრთხის შემცველია", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, საჭიროა რეგულაციების შემოღება. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილები ხშირ შემთხვევაში მათი პოზიციის საწინააღმდეგო პოზიციის გასამაგრებლად უნდა იყოს მიღებული, როგორც მოცემულობა.

"ასეთია წესი და კანონი, თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ შეცდომაა დაშვებული. სამართლებრივადაც მგონია, რომ არ არის მთლად გამართული გადაწყვეტილება და საფრთხის შემცველია. კანონი რასაკვირეველია უნდა შესრულდეს, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა სამდიცინო დარგის, პროპაგანდა ნარკოტიკული თრობის წინააღმდეგ და მე მგონი მნიშვნელოვანად უნდა გაიზარდოს რიგირ შეღზუდვები. სამსახურში, ან ავტომობილის მართვის დროს. საკონსტიტუციომ დააკანონა 70 გრამამდე მარიხუნასა ჯიბით ტარების კანონიერება და ესეც მგონი შეუსაბამობაა იმ რეალობასთან, რაც გაგვაჩნია. უნდა შემოვიდეს ალბათ რეგულაციები და მეტი პროპაგანდა ანტინარკოტიკული“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები