კახა კალაძე: ის, რომ მიკროავტობუსები ყველგან აჩერებენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

კახა კალაძე: ის, რომ მიკროავტობუსები ყველგან აჩერებენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
01 / 12 / 2017 15:07

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომ თბილისი საცობებისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ კალაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შემხვედრის შემდეგ განაცახდა.

კახა კალაძის თქმით, შესაძლოა სატვირთო ავტომობილების გადადგილება დღის საათებში გარკვეულწილად შეიზღუდოს.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი, ზოგადად, საცობების დარეგულირება ქალაქში. ჩვენ შს სამინისტროს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ უკვე "თბილსერვისს" დაავალა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს ნარჩენების გადატანის გეგმა. ასევე, დღეს გვქონდა საუბარი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ დღის განმავლობაში არ მოხდეს შემოსვლა ქალაქში, ასევე სატვირთო მანქანები. ყვითელი მიკროავტობუსები, რომ ყველგან აჩერებენ ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, დავიწყებთ მუშაობას, გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ შესაძლებლობა მიკროავტობუსის გაჩერების",- განაცხადა კალაძემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება