სოფო კილაძე: სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ქვეყანაში ხდება ტერორიზმი

სოფო კილაძე: სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ქვეყანაში ხდება ტერორიზმი

"ჩატაევს რაც შეეხება, უნდა გავმიჯნოთ ორი რამე ერთმანეთისგან. ერთია, რა გარემოებების გამო მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება და იყო, თუ არა ის საფუძვლები დაკმაყოფილებული კონკრეტულად მასთან მიმართებაში, რის გამოც დაკავებული ყავდა წინა ხელისუფლებას და მეორე საკითხია, ის რაც ამ ადამიანმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ",– ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

კილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირებულობა.

"პირველ რიგში უნდა ვთქვათ, ის რომ სუს–ი დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის კონკრეტული შემთხვევა იქნას გამოძიებული და მინდა ვისარგებლო შემთხევვით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს, გიორგი გახარიას, ასევე რიგით სპეცრაზმელებს, რომ ააცილეს საფრთხე ქვეყანას, თუმცა იმავდროულად, დაგვეღუპა ერთი სპეცრაზმელი და კიდევ ერთხელ სამძმარი მინდა ვუთხრა მის ოჯახს. ამ შემთხევაში სუს–ი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ცდილობს მოსახლეობას მოახსენოს იმ შუალედურუ შედეგების შესახებ და ჩვენი წინა მორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით არ ვუმალავთ სიმართლეს მოსახლოებას.

რაც შეეხება ჩატაევს, უნდა გავმიჯნოთ ორი რამე ერთმანეთისგან. ერთია, რა გარემოებების გამო მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება და იყო, თუ არა ის საფუძვლები დაკმაყოფილებული კონკრეტულად მასთან მიმარტებაში, რის გამოც დაკავებული ყავდა წინა ხელისუფლებას, მეორე საკითხია, ის რაც ამ ადამიანმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ძალიან გთხოვთ, ნუ ავურევთ ამ ორ თემას. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ქვეყანაში ხდება ტერორიზმი და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად. მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს საქმე, მოეფინოს ჭეშმარიტებას ნათელი. ამ შემთხევაშიც, ამიტომ მოვახდინეთ საზოგადეობის ინფორმირებულობა თუ ვინ იყო ეს ადამიანი. გამოძიების დამთავრების შემდეგ შეგვეძლება საფუძვლიანდ ვისაუბროთ“–განაცხადა კილაძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები