მდინარაძე: იყო თუარა ჩატაევის გათავისუფლება შეცდომა, ეს შეიძლება საკამათო გახდეს

მდინარაძე: იყო თუარა ჩატაევის გათავისუფლება შეცდომა, ეს შეიძლება საკამათო გახდეს
01 / 12 / 2017 18:57

"ოპოზიცია სამწუხაროდ იმ საკითხზეც კი რაშიდაც, ალბათ, უნდა ვიყოთ ერთიანები აგებს თავის პოლიტიკურ კარიერას და ამ ორ ამბავს არ მიჯნავს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ საზოგადოება შევიდეს შეცდომაში"–ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სუს–ის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებების საპასუხოდ განაცხადა.

"რეალურად, ჩვენ თუ გვინდა რომ სიმართლეზე ვილაპარაკოთ, ერთი უნდა ვილაპარაკოთ ცალკე იმაზე, რა სამართლებრივი არგუმენტები ქონდა მის დაკავებას და გათავისუფლებას თავის დროზე. ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პასუხები და ამ გადაწყვეტილების ავტორებსაც შეგვიძლია დეტალურად ვკითხოთ. მეორე, ის ამბავი, რაც მოხდა ამ დღეების განმავლობაში, იყო დაგეგმილი ღონისძიება, ამ ღონისძიებას მოყვა შედეგები, ამაზე მიდის გამოძება და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამ მიმართულებით დგას მოწოდების სიმაღლეზე და გამოძიება მივა კონკრეტულ შედეგებამდე.“–განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მას არ შეუძლია, რაიმე კონკრეტულ ვერსიაზე ისაუბროს, თუ როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები ქვეყანაში.

"მე ვფიქრობ, საუბარი საზღვარზე ზედმეტია, რადგან საქართველოს საზღვარი არის კარგად დაცული. გამოწვევები არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების წინაშეც დგას, ამ გამოწვევეს ჭირდება ადეკვატური პასუხები და საქართველო ასეთ პასუხებს ყოველთვის იძლევა. საქართველო ირიცხება მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ეყოფა რესურსი და საქართველო დარჩება უსაფრთხო ქვეყნების სიაში და მთავარია რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ არის.

რაც შეეხება გომელაურის მიმართ კითხვებს, პარლამნეტშიც იქნება დისკუსია იმ ფარგლებში, რაც არ დააზიანებს გამოძების და სახელმწიფო უსაფრთხოების ინეტერსებს"–განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, იყო თუ არა შეცდომა ახმედ ჩატაევის გათავისუფლება, ეს შეიძლეება საკამათო გახდეს, მას შემდეგ რაც სამართლებრივი დეტალების გაცნობა მოხდება.

„იყო თუ არა შეცდომა 2012 –ში ჩატაევის გათავისუფლება შეცდომა, ეს შეიძლება საკამათო გახდეს მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ადამიანები იმ სამართლებრივ დეტალებს, რაც საქმეში იყო, ასე ხელაღებით ამ ორი საქმის ერთმანეთში არევა არ შეიძლება.

მაშინ იყო კონკრეტული სამართელბრივი არგუმენტები, ამიტომ ეს ორი საქმე უნდა განცალკავდეს ერთმანეთისგან“–აცხადებს მდინარაძე.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება