პრემიერი:ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ძლიერი ევროპა, რომელიც მზად იქნება საქართველოს კარი გაუღოს

პრემიერი:ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ძლიერი ევროპა, რომელიც მზად იქნება საქართველოს კარი გაუღოს

"ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს",- ამის შესახებ საქსართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ თბილისი კიდევ ერთხელ მასპინძლობს ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც წელს 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას აერთიანებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, პირადად ქალბატონ თამარ ხულორდავას, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამას და ყველას, ვისი ძალისხმევითაც იმართება დღევანდელი კონფერენცია.

დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას.

წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა. ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს, განსაკუთრებით კი ჩვენთვის - ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს.

ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს.

ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

პრემიერი: გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, ამ პერიოდში მეშახტეები ხელფასს აიღებენ

16 ივლისი, 2018

ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს. "მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ...

ახალი სტატიები