თამარ ჩუგოშვილი: გამოძიებასთან არ თანამშრომლობა საზოგადოების ცნობიერების პრობლემაა

თამარ ჩუგოშვილი: გამოძიებასთან არ თანამშრომლობა საზოგადოების ცნობიერების პრობლემაა

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 51-ე სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ ითანამშრომლა, რაც საზოგადოების ცნობიერების პრობლემაა.

"ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ გამოკითხულების დიდი ნაწილი არ თანამშრომლობის გამოძიებასთან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს პრობლემაა, არამედ საზოგადოების ცნობიერების პრობლემაცაა. აუცილებელია გამოძებასთან თანამშრომლობა", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ვერაზე ურთიერთშელაპარაკებისას 2 არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი არასრულწლოვანი, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მეორეს 3 ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმება მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავა. მეორე პირს კი, ამ დრომდე ეძებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 150 პირი დაკითხეს -არასრულწლოვანების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გამოკითხულიდან ძალიან ცოტამ ითანამშრომლა გამოძიებასთან. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები