საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგასთან გაფართოებული შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგასთან გაფართოებული შეხვედრა გამართა

საქართველო - შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისების შესაძლებლობები, შვეიცარიის ფინანსური დახმარებების მნიშვნელობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტებმა, დორის ლოიტჰარდის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციების თანხლებით გაფართოებული შეხვედრისას განიხილეს/

საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების საკითხებს, ასევე, ამ ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ეკონომიკური პოლიტიკის საგარეო მიმართულებებისა და შიდაეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე.

გატარებულმა რეფორმებმა კი, უზრუნველყო, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი ჩამოყალიბდა. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მარტივი საგადასახადო სისტემა და საბაჟო ადმინისტრირება, კორუფციისგან თავისუფალი გარემო, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები - ეს ყველაფერი საქართველოს შვეიცარიის მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.

შეხვედრისას ისაუბრეს ასევე ქვეყნის განვითარების საქმეში შვეიცარიის მიერ შეტანილ წვლილზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე პერიოდში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ტექნიკური თანამშრომლობისა და დახმარების ფარგლებში შვეიცარიის ღირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შვეიცარიის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება უკავშირდება პროფესიული განათლების მოდერნიზაციას და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სწავლებებს, სამოქალაქო თავდაცვასა და საგანგებო სიტუაციების მართვას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას, სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.

დოკუმენტი კი, "შვეიცარიის თანამშრომლობის სტრატეგია სამხრეთ კავკასია 2017-2020" საქართველოსთვის შემდეგი სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს: სამთავრობო ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდას (ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის ჩათვლით); უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას; გარემოს რისკების მართვას სასოფლო და მთიან რეგიონებში; დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობის გზით კონფლიქტის ტრანსფორმაციას

შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ურთიერთობების დღის წესრიგში პრიორიტეტებს შორის საქართველოს რეგიონების და შვეიცარიის კანტონებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

12 ივლისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში მოკლე შეხვედრა გამართა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ...

ახალი სტატიები