ირაკლი კობახიძე: მონტენეგროს სახით საქართველოს NATO-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი შეემატა

ირაკლი კობახიძე: მონტენეგროს სახით საქართველოს NATO-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი შეემატა
04 / 12 / 2017 14:22

"მონტენეგროს სახით საქართველოს NATO-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეემატა, რაც ჩვენ მომავალ წარმატებაში კიდევ უფრო გვარწმუნებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ივან ბრაიოვიჩთან შეხვედრის შემდეგ გაართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ივან ბრაიოვიჩს და მონტენეგროს პარლამენტის დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა მადლობა გადავუხადო მათ დაპირების შესრულებისთვის და საქართველოში სტუმრობისთვის.

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციას, რადგან მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, დიდ იმედს გვაძლევს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება NATO-ს თანამეგობრობას.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მონტენეგრომ და საქართველომ მოახერხეს, დაეძლიათ არასტაბილურობის გარდამავალი პერიოდი და მყარად დადგომოდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც ჩვენი ხალხების არჩევანია და ჩვენი ქვეყნების მომავალი უსაფრთხოებისა და განვითარების მყარი საფუძველი უნდა გახდეს.

დღევანდელი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად ჩვენს ქვეყნებსა და ხელისუფლებას მოეთხოვება თანმიმდევრული, პროგრესული და მიზანმიმართული რეფორმების გატარება, რომლების საბოლოო მიზანი დემოკრატიული, და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბრაიოვიჩთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოსა და მონტენეგროში მიმდინარეობს.

"გავაცანით საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც საქართველოს მომავალი განვითარების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი იქნება. მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტის გაძლიერება აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად.

პარლამენტის გაძლიერების კონტექსტში დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების საპარლამენტო ურთიერთობების გაფართოებაზე. საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების ამოცანა უნდა იყოს ერთმანეთისათვის რეფორმებისა და საგარეო პოლიტიკური მიღწევების შესახებ გამოცდილების მუდმივი გაზიარება. საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური და მეგობრული გახდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება