მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში მანდატურის როლი გაძლიერდება

მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში მანდატურის როლი გაძლიერდება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის როლი უნდა გაძლიერდეს. მისივე თქმით, სკოლებშუ დაინერგება კონფლიქტების პრევენცია, მართვის და მედიაციის პროგრამები.

"დღეს სამინისტროს მთავარი ინტერესია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას. ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის მედიის და მთლიანად საზოგადოების უტოპიურ შრომას მოითხოვს. უკვე დავსახეთ რამდნიმე მიმართლებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება. ასევე, მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტრონგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გაგაქტიურდება სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და სასკოლო დისციპლინის დაცვის ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ. ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია, მართვის და მედიაციის პროგრამები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი. პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართულები იქნებიან უმაღლესი სასწავლებელის ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრები და დოქრონატები",- განაცხადა ჩხენკელმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები