მიხეილ ჩხენკელი: მივაღწევთ, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს

მიხეილ ჩხენკელი: მივაღწევთ, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს

"ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს",- ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მშობლების აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში. ეს გულისხმობს მშობლების ინტენსიურ ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, ასევე მათთვის საჭირო საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას. ჩვენ არამხოლოდ დანაშაულის პრევენციაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ უპირველეს ყოვლისა ისეთი ვითარების ფორმირებაზე, სადაც ძალადობა და აგრესია დაუშვებელია. გვჯერა, რომ რაც არ უნდა რთულად გვეჩვენებოდეს ეს, სწორედ ამისკენ უნდა ვიმოძრაოთ, ეს კი ცოდნის და განათლების გავრცელებით, ღირებულებათა სწორი სისტემის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით მიიღწევა. სამინისრო გახსნილია საზოგადოებასთან თანამშროლობისთვის. დღეს ვხვდებით ფსქოლოგებსა და ბავთა უფელებზე მომუშავე ორგანიზაციებს, სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებალდ მივაღწევთ იმას, რომ უკლებლივ ყველა სკოლა მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს და მსგავსი ტრაგედია აღასდროს განმეორდეს",- განაცხადა ჩხენკელმა.

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები