მიხეილ ჩხენკელი: სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

მიხეილ ჩხენკელი: სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება
04 / 12 / 2017 16:43

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაინერგება კონფლიქტების პრევენცია, მართვის და მედიაციის პროგრამები. ასევე, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.

"დღეს სამინისტროს მთავარი ინტერესია ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ძალადობას. ჩვენმა ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას. ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის მედიის და მთლიანად საზოგადოების უტოპიურ შრომას მოითხოვს. უკვე დავსახეთ რამდნიმე მიმართლებით მუშაობის სტრატეგია.

პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება. ასევე, მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

გარდა ამისა, გააქტიურდება სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და სასკოლო დისციპლინის დაცვის ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ. ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია, მართვის და მედიაციის პროგრამები.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი. პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩაერთვებიან უმაღლესი სასწავლებელის ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრები და დოქრონატები",- განაცხადა ჩხენკელმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება