კალაძე: ვცდილობთ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ

კალაძე: ვცდილობთ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ

თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოუჩინონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით, მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება.

„გამოყოფილ თანხებს რაც შეეხება, რაც წლევანდელ ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, ის თანხები დარჩება, თუმცა სამომავლოდ, თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები ამ მიმართულებით მიიმართება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა მოქალაქეებსა და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

„შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით რაიმე ხარვეზი არსებობს, მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
 

თემები:
ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

ლევან გორგაძის მე-9 გამარჯვება და ფანტასტიური ბრძოლა! (ვიდეო)

21 მაისი, 2018

დღეს ზაფხულის ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები გაიმართა . ლევან გორგაძის (191სმ, 189კგ) მეტოქე დასავლეთის მე-3 მაეგაშირა, იაპონელი დაიეშო (181სმ, წონა 162კგ) იყო. დღემდე მათ შორის შეხვედრებში ლევანს სამი გამარჯვება ჰქონდა ერთი მარცხის წილ. დღეს ლევანმა...

ახალი სტატიები